ვხედავ, სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მხრიდან ამ მომენტის საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისათვის გამოყენებას, – განაცხადა ეკა ბესელიამ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების გარშემო მიმდინარე პროცესზე საუბრისას. ბესელია მოსაზრებით, ეკლესიის მიმართ ახალი და ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო.
“ეს მოხდება ფინანსური სანქციების თუ გადასახადების გადახედვის კუთხით, აუდიტის შეშვების მოთხოვნით თუ სხვა, ფაქტია, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები, სამწუხაროდ, დღეს ეკლესიის მიმართ პირდაპირ შტურმს, შეტევას ახორციელებენ“, – განაცხადა ბესელიამ.