პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ეკა ბესელია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დამოუკიდებელ ექსპერტებს შეხვდა. USAID/საქართველო მუშაობს ქვეყნის განვითარების თაობაზე თანამშრომლობის ხუთწლიანი სტრატეგიაზე (2020-2025), რომლის ფარგლებშიც ახორციელებს დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის (DRG) შეფასებას.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში მმართველობის და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებზე.
მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს სასამართლო რეფორმის მიმდინარეობაზე, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებასა და კანონის აღსრულების მონიტორინგზე. ეკა ბესელიამ ხაზი გაუსვა აღნიშნულ საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა USAID-ს საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარების მხარდაჭერისთვის.
ეკა ბესელია USAID-ის განვითარების შეფასების ჯგუფის წევრებს შეხვდა
16/09/2019