ევროპის საბჭოს ასამბლეის ქვეკომიტეტი ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხზე მუშაობს.
„მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო პოზიცია, რამდენადაც საქართველო ამ ეტაპზე ძალიან აქტიურად ახორციელებს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებზე ახალი საპარლამენტო მექანიზმის შექმნას. ჩემი ამ პოზიციაზე მეორედ წარდგენა დაგვეხმარება იმაში, რომ ის დაგეგმილი ახალი პროექტები, რომელსაც ევროპის საბჭო ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტთან ახორციელებს, კონკრეტული, დადებითი შედეგით დასრულდება. კერძოდ, ის რომ საქართველომ, სხვა ქვეყნების მსგავსად, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებზე აღსრულების ეფექტური მექანიზმი შექმნას“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ასევე, ევროპის საბჭოს იურიდიულ და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე, ეკა ბესელია ლორდ ბალფთან ერთად, ვენეციის კომისიის დემოკრატიული არჩევნების საბჭოს წევრად აირჩიეს.