ეკა ბესელია და კომიტეტის წევრები ასოციაცია „საქართველოს მოსამართლეთა ერთობის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ

17/10/2017

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და კომიტეტის წევრები ასოციაცია „საქართველოს მოსამართლეთა ერთობის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა ასოციაციის თხოვნით შედგა, სადაც მათ მიერ შემუშავებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მარეგულირებელი აქტების პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გახსნა. მან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მარეგულირებელი ნორმების ახლებურად დარეგულირების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასამართლო რეფორმის მეოთხე ეტაპის ერთ-ერთი მიმართულებაა და ამ პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.
ასოციაციის მიერ წარმოდგენილი იყო „იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თაობაზე ხედვა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის ცვლილებების თაობაზე მოსაზრებები.
შეხვედრას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები ნინო გოგუაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, კომიტეტის აპარატის თანამშრომლები, ასევე პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) წარმომადგენელი და დამოუკიდებელი ექსპერტი ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0