ეკა ბესელიას ადვოკატმა ალეკო ელისაშვილისა და ელისო კილაძის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

08/01/2016

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას ადვოკატმა გიგა კვერენჩხილაძემ თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილისა და გაზეთ „ქრონიკა +“-ის რედაქტორის ელისო კილაძის წინააღმდეგ თბილისის სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

„ალექსანდრე ელისაშვილის და ელისო კილაძის მხრიდან ვრცელდებოდა ცილისმწამებლური განცხადებები ეკა ბესელიასთან მიმართებით. თითქოს, ქალბატონი ეკა ბესელია გახლავთ ნარკორეალიზატორების მფარველი, კორუმპირებული, რომელიც პატიმრების ციხიდან გაშვების სანაცვლოდ პოლიტიკოსების პირობებში იღებს ფულს. იძულებული გავხდით, მივმართოთ სასამართლოს“, – განაცხადა ადვოკატმა.

ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მათ მორალური ზიანის ანაზღაურება არ მოუთხოვიათ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0