ეკატერინე ტიკარაძე სოციალურ პარტნიორებს და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

15/08/2019

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სოციალურ პარტნიორებს და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შრომის უსაფრთხოება და შრომითი უფლებები – ამ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება თავის გამოსვლაში ჯანდაცვის მინისტრმა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განიხილეს გამოწვევები, რომლის წინაშეც დამსაქმებლები და დასაქმებულები დგანან. იმსჯელეს უბედური შემთხვევების სავალდებულო დაზღვევის უფრო ეფექტიანად მუშაობის მექანიზმებზე. ასევე, დეტალურად განიხილეს ცვლილებები, რომელიც 1 სექტემბრიდან შედის ძალაში, მათ შორის ის, რომ ყველა ეკონომიკური საქმიანობის მწარმოებელს უჩნდება შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის დანიშვნის/დაქირავების ვალდებულება.
სოციალური დიალოგის ფორმატში გამართულ შეხვედრას საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, დამსაქმებელთა ასოციაციის ხელმძღვენელი ელგუჯა მელაძე , პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და 100-მდე მსხვილი დამსაქმებელი ესწრებოდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0