ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი რეანიმატოლოგთა ჯგუფის წევრებს შეხვდა. უწყების პირველმა პირმა მათ კლინიკური მართვის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა.
„ჩვენ დღეიდან გადავდივართ მართვის ახალ სტილზე. სამინისტროს მხრიდან გამოყოფლი იქნება ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მონიტორთა ჯგუფი, რომლებიც დოკუმენტალურ დონეზე შეისწავლიან პაციენტთა მდგომარეობასა და ჩატარებულ მკურნალობას“- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო კოვიდინფექციის სამკურნალო მედიკამენტების შეძენაზე ორ ინდურ კომპანიასთან აწარმოებს მოლაპარაკებას. მისივე თქმით, მედიკამენტები სავარაუდოდ, ოქტომბრის ბოლომდე იქნება ხელმისაწვდომი.