ეკატერინე ტიკარაძემ სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

30/08/2019

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გამართა. პირველ შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრმა წარმოადგინა თავისი ხედვა, ქვეყნის სადაზღვევო სექტორში არსებულ მდგოამრეობასა და საჭირო ცვლილებებზე. დღევანდელ შეხვედრაზე კი, ეკატერინე ტიკარაძემ მოისმინა სადაზღვევო კომპანიების მიერ გაკეთებული ანალიზი და შეჯერებული პოზიციები სახელმწიფოს მეირ დაგეგმილი ცვლილებების შესახებ, რომელიც უპირველეს ყოვლისა გულისხმობს დამსაქმებლების მიერ დასაქმებულთა სავალდებულო დაზღვევას, ასევე ტურისტების სავალდებულო სამოგზაურო დაზღვევას საქართველოში. შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, შეიქმნება სადაზღვევო კოპმანიების სამუშაო ჯგუფები, რომლებიც განსაზღვრულ ვადაში სამინიტროში წარმოადგენენ უფრო დეტალურად გაწერილ გეგმას, თუ რა პირობებს შესთავაზებენ მოქალაქეებსა და ტურისტებს, ასევე თუ რა პრინციპით მოხდება პროცესის ადმინისტრირება. დაგეგმილი ცვლილებების მიზანია ამაღლდეს ქვეყანაში დაზღვევის ხარისხი, მოქალქეები და ვიზიტორები მაქსიმალურად იყვნენ უზრუნველყოფილნი სამედიცინო მომსახურებით, განსაკუთრებით, სამუშაო ადგილებსა და კურორტებზე უბედური შემთხვევების დროს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0