ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სამოქმედო გეგმაზე მუშაობის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა და რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრას ასევე, საქართველოს პარლამენტის წევრები: სავალან მირზოევი, ზაურ დარგალი, სუმბატ კიურეღიანი, სამველ მანუკიანი, ირაკლი შატაკიშვილი და ისკო დასენი ესწრებოდნენ.
კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პრიორიტეტები გააცნო და მათგან საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა სამოქმედო გეგმაში გათვალისწინების მიზნით. თავის მხრივ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა და ქალაქ რუსთავის მერმა ისაუბრეს რეგიონში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის გაძლიერების შესაძლებლობებზე და ინიციატივებზე. შეხვედრა მონაწილე პარლამენტის წევრების, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის და რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის მხარდაჭერით გაიმართა.
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

20/02/2024