კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში ეთნიკური უმცირესობების პრობლემებზე ორიენტირებული სათათბირო საბჭოს დასკვნითი სხდომა გაიმართა, რომელსაც რეგიონის გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, მათი მოადგილეები და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები.
სხდომის მიმდინარეობისას, აუდიტორიის წინაშე თემატური ანგარიშით წარდგნენ როგორც ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე სახალხო დამცველის ოფისისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად ისაუბრეს რეგიონის მასშტაბით, ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ და დაგეგმილ სამუშაოებზე. ყურადღება გამახვილდა როგორც საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ აქტივობებზე, ასევე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
აღსანიშნავია, რომ ეთნიკური უმცირესობების საბჭოს სხდომები კახეთის რეგიონში ეტაპობრივად იმართება და მასში მონაწილეობას რეგიონში მცხოვრები, სხვადასხვა თემის წარმომადგენლები იღებენ.
ეთნიკური უმცირესობების საბჭოს სხდომები კახეთის რეგიონში ეტაპობრივად იმართება
29/12/2017