საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე და ფონდის დონორებთან ურთიერთობისა და პროექტების მართვის სამსახურის თანამშრომლები ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) წარმომადგენლებს – იონას ბისტრომს, ჯორჯია კოუწიანას და ალექსანდრა ვილკომს შეხვდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ევროპის საინვესტიციო ბანკისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის გასული წლის თანამშრომლობის შედეგად განხორციელებული პროექტები და მომავალი პარტნიორობის გეგმა დასახეს. ევროპის საინვესტიციო ბანკისგან, საქართველო, დამატებით 100 000 000 ევროს მიიღებს. აღნიშნული თანხა საქართველოს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება.
მხარეებს, ასევე დაგეგმილი აქვთ რეგიონებში „საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციისა და განვითარების პროგრამის“ ფარგლებში EIB-ის მიერ დაფინანსებული მიმდინარე პროექტების მონახულება.
ევროპის საინვესტიციო ბანკისგან საქართველო დამატებით 100 000 000 ევროს მიიღებს
29/07/2016