მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. როგორც მიხეილ ჯანელიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ეს გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით.
მისი განმარტებით, გადაწყვეტილებაში გამოხატულია არა მხოლოდ ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, არამედ ყურადღება გამახვილებულია რუსეთის საერთაშორისო სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, როგორც ქვეყნის, რომელიც ახორციელებს ფაქტობრივ კონტროლს საქართველოს ოკუპირებულ ტერტორიებზე.ეს გადაწყვეტილება ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული მხარის აქტიური მუშაობის შედეგად, ჩვენი პარტნიორები აქტიურად აყენებენ ყველა შესაძლო ფორმატში საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს.
„ასევე ხაზგასმულია, რომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რათა ამ ტერიტორებზე დაცული იყის ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. შესაბამისად, ყველა უფლება, რომელიც ირღვევა და რომელზეც ყოველთის ვამახვილებთ ყურადღების არის: განათლების მიღების უფლება, იძულებით გადაადგილებულ პირთა ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნების,საკუთრების უფლების დაცვის უფლება, ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების კუთხით დაბრკოლებები, უკანონო დაკავებები და ა.შ. რომელსაც ადგილი აქვს. მიღებულ გადაწყვეტილებაში ასევე შენარჩუნებულია მნიშვნელოვანი ელემენტები 2014-2015 წლების გადაწყვეტილებების, რომელიც ეხება ბორდერიზაციის პროცესს, ე.წ. ხელშეკრულებებს რუსეთის ფედერაციასა და დე-ფაქტო წარმომადგენლებს შორს. ასევე ნდობის აღდგენის ღონისძიებებს და პოზიტიურად არის შეფასებული ის ნაბიჯები, რომელსაც საქართველოს მთავრობა დგამს ამ კუთხით“, – განაცხადა მიხეილ