დუშეთის ყოფილი მუსიკალური სკოლის შენობაში გაიმართა ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის დახურვის ღონისძიება. „თემის მიერ მართული ურბანული სტრატეგიები“ (COMUS) 2 წლიანი პროექტია, რომლის ფარგლებშიც უამრავი ღონისძიება განხორციელდა და შეიქმნა კულტურული მემკვიდრეობის გამოყენების გზით ქალაქ დუშეთის განვითარების საბაზო გეგმა 5 ძირითადი მიმართულებით .
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო პროექტის აქტივობების ამსახველი პრეზენტაცია, რომელიც წარდაგინა პროექტის ოფიცერმა – რუსუდან მირზიკაშვილმა. მან ისაუბრა პროექტის იმპლიმენტაციის სიკეთეებსა და ადგილობრივი თემის ჩართულობაზე, ხოლო პროექტის კოორდინატორმა – ლეილა თუმანიშვილმა აქცენტი გააკეთა პროექტის განგრძობადობასა და სამომავლო თანამშრომლობაზე.
ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართა გამგებლის პირველმა მოადგილემ და პროექტ “COMUS”-ის მენეჯერმა ბექა ღარიბაშვილმა.
წნორიდან ჩამოსულმა სტუმარმა – ნანა ბაგალიშვილმა კი ადგილობრივ ახალგაზრდებს გააცნო საკუთარი პროექტი „სოციალური კაფე“, რომელიც წნორში წარმატებით ფუნქციონირებს. “ცოდნის კაფე” არის სოციალური საწარმო, რომელიც წარმოადგენს მულტიფუნქციური სივრცეს, სადაც ერთიანდება კაფე, წიგნის მაღაზია, ბიბლიოთეკა/სამკითხველო და არაფორმალური განათლების მიღების სივრცე.
ღონისძიების დასასრულს დაიგეგმა სამომავლო აქტივობები.
ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის დახურვის ღონისძიება გაიმართა
22/06/2017