ევროკავშირი იწყებს ახალ კონკურსს სოფლის განვითარების საპილოტე ღონისძიებებისათვის ENPARD-ის ფარგლებში
კონკურსის ფარგლებში გამოყოფილი თანხის საერთო ოდენობა შეადგენს 36 მილიონ ლარს (14 მილიონ ევროს), კონცეფციების წარდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 16 მაისი.
ევროპის სამეზობლოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროგრამა საქართველოში(ENPARD Georgia)არის ევროკავშირის პროგრამა, რომლის მიზანია საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის ხელშეწყობა და სოფლის მოსახლეობისათვის უკეთესი დასაქმებისა და საცხოვრებელი პირობების შექმნის სტიმულირება. პროგრამა 2013 წელს დაიწყო და მისი ბიუჯეტი შეადგენს 265 მლნ ლარს (102 მლნ. ევროს).
ENPARD საქმიანობის ფარგლებში 2015 წელს გამოცხადებულმა საწყისმა კონკურსმა შედეგად მოიტანა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული მიმდინარე საპილოტე სოფლის განვითარების ღონისძიებები ყაზბეგში, ლაგოდეხისა და ბორჯომის ტერიტორიულ ერთეულებში.
სოფლის განვითარების საპილოტე ღონისძიებების (II ფაზა)ახალი საგრანტე კონკურსის ფარგლებში ENPARD-ის ღონისძიებები გავრცელდება ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა სოფლის მეურნეობის დივერსიფიკაცია, უფრო კონკურენტუნარიანი და კლიმატის მოთხოვნებზე ორიენტირებული სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის განვითარების ჩათვლით, სოფლად ეფექტური არა სასოფლო-სამეურნეო დასაქმების შესაძლებლობების ხელშეწყობა და გარემოს რესურსების მგრადი მართვა და დაცვა.
ამგვარად, ეს კონკურსი ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის განვითარების ახალ ზომებს საქართველოს სხვა ტერიტორიულ ერთეულებში და შემდგომ განვითარებას მისცემს ღონისძიებებს იმ ერთეულებში, რომლებიც უკვე მოცული იყო პროგრამის წინა ფაზით.
ახალი კონკურის ფარგლებში განაცხადებისათვის გათვალისწინებული საერთო თანხა 14 მილიონ ევროს შეადგენს. კონცეპტუალური განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 16 მაისი 2016 წ.
სრული ინფორმაცია კონკურსის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: https://webgate.ec.europa.eu/europeaid/online-services/index.cfm?do=publi.welcome&nbPubliList=15&orderby=upd&orderbyad=Desc&searchtype=RS&apply=N&aofr=151230&userlanguage=EN
ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.eeas.europa.eu/delegations/georgia