ევროკავშირი ვიზების ლიბერალიზაციას ივნისის ბოლოს მოახდენს

03/03/2016

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ფიქრობს, რომ ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების ლიბერალიზაციას ივნისის ბოლოს მოახდენს. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიხეილ ჯანელიძემ დღეს ბრიუსელში ვიზიტისას მათ კორესპონდენტს განუცხადა, რომ ევროკომისია, სავარაუდოდ, 8 მარტს გასცემს რეკომენდაციას საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ.
მისივე ვარაუდით, ევროპარლამენტის დეპუტატები მოკლე დროში მიიღებენ გადაწყვეტილებას ამ საკითხზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0