ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული მუნიციპალური საინვესტიციო პროექტების პრეზენტაცია გაიმართა

11/07/2023

ევროკავშირის მხარდაჭერით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პატრონაჟით, პროგრამის „ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის (EU4ITD) – ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“ (CESL) ფარგლებში დაფინანსებული, მუნიციპალური ინტეგრირებული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა სასტუმრო „სტამბაში“. ღონისძიება გახსნეს და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანმა; საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნიკოლას სენდეროვიჩმა; გერმანიის საელჩოს სამხრეთ კავკასიის განვითარების თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ლიდია ქრისტმანმა; GIZ – საქართველოს რეგიონალურმა დირექტორმა სანდრა, შენკემ და GIZ – ის პროექტის CESL მთავარმა ხელმძღვანელმა, ჰოვარდ ჰარდინგმა.
ღონისძიების ძირითადი მიზანს წარმოადგენდა, 14 მუნიციპალიტეტის მერს, მისცემოდა შესაძლებლობა, წარმოედგინათ CESL პროექტის ფარგლებში დასაფინანსებლად შერჩეული ინიციატივები. ასეთი საგრანტო პროექტებია: კოლხეთის ეროვნული პარკის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ბაღდადის ღვინის თანამედროვე ლაბორატორიის მოწყობა, დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაცია. ღონისძიების ფარგლებში, ასევე წარმოდგენილი იქნა შერჩეული მუნიციპალიტეტების ბენეფიციართა მიერ წარმოებული სხვადასხვა პროდუქცია. ღონისძეიებაში მონაწილეობა მიიღეს, საქართველოს 4 რეგიონის: გურიის, იმერეთის, კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ადგილობრივმა, სამოქალაქო საზოგადოების და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელმა. მოწვეულ სტუმრებს შორის, ასევე წარმოდგენილი იყვნენ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოში ევროკავშირისა და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს 100-მდე სტუმარი. ევროკავშირის 6.5 მილიონი ევროს დაფინანსებით, ხოლო გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს 1 მილიონი ევროს კონტრიბუციით, GIZ 4 წლიან პროგრამას – EU4ITD – „ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“ ახორციელებს, რათა გამოავლინოს გამოუყენებელი ეკონომიკური და სოციალური პოტენციალი საქართველოს ოთხ რეგიონში – გურია, იმერეთი, კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი/ქვემო სვანეთი. პროექტის მიზანია, მოხდეს არსებული, მაგრამ აუთვისებელი პოტენციალის “კატალიზირება”, დადებითი ეკონომიკური და სოციალური შედეგების მისაღწევად. შესაბამისად, პროგრამა მიზნად ისახავს, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, რეგიონებიდან მიგრაციის შემცირებას და იმ მოსახლეობის რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდას, რომლებიც საქართველოს რეგიონებში, საცხოვრებლად გადასვლას ამჯობინებენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0