შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საბურთალოს ოლქის მე-7 საარჩევნო უბანზე მივიდა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მისცა ხმა. ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, მან არჩევანი განვითარებისკენ მიმართულ ქალაქზე გააკეთა.
„დღეს ხმა მივეცი ჯანსაღ ქალაქს. ისეთ ქალაქს, სადაც მარტო არავინ იქნება მიტოვებული თავის გაჭირვებასთან; ხმა მივეცი უსაფრთხო ქალაქს, სადაც დაცული იქნება: ეკოლოგია, სოციალური მდგომარეობა, ჯანმრთელობის უფლება და ხმა მივეცი ქალაქს, რომელიც იქნება განვითარებისკენ მიმართული,“ – აღნიშნა დავით სერგეენკომ.
დღეს ხმა მივეცი ჯანსაღ ქალაქს
21/10/2017