ხარვეზები ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს. ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმისთვის, რომ დარჩენილი ხარვეზები უახლოეს მომავალში აღმოიფხვრას, – განაცხადა კახა კალაძემ. როგორც მან აღნიშნა, 2012 წლის შემდეგ დემოკრატიის განვითარების კუთხით ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, რაც მხოლოდ მისასალმებელია.
„დღეს საქართველოში ადამიანის უფლებები დაცულია ისე, როგორც არასდროს. თითოეული ჩვენი მოქალაქის უფლებები არის თანაბრად დაცული მიუხედავად მათი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა. ჩვენ კარგად გვახსოვს თუ როგორი დამოკიდებულება იყო ქვეყანაში განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონდე ადამიანების მიმართ, როგორი ზეწოლა და შანტაჟი მიდიოდა. ჩვენ მოვახერხეთ და მოსახლეობასთან ერთად ეს ყველაფერი ჩავაბარეთ წარსულს. მე დარწმუნებული ვარ, საქართველოში არასდროს დაბრუნდება წლები, როდესაც განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანები ხელკეტებით, ქვებით იდევნებოდნენ. ჩვენ ვაშენებთ თანამედროვე, დამოუკიდებელ, ევროპულ ქვეყანას, რომელიც იქნება დემოკრატიულ ინსტიტუტებზე დაფუძნებული“, – განაცხადა კალაძემ.