დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში უმძიმესი დღეა

08/08/2016

დღეს არის უმძიმესი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში და ეს დღე ასე დარჩება. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელმა მინდია ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, სამწუხაროდ, დღეს საქართველოს ტერიტორიები კვლავ ოკუპირებულია.

„ჩვენმა ბიჭებმა შეძლეს ჩვენი ქვეყნის აგრესიისგან დაცვა. დღეს მათ საფლავებზე გვიწევს მისვლა, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს ადამიანები არიან გმირები, საუკეთესო მამულიშვილები და ყოველთვის პატივი უნდა მივაგოთ როგორც მათ, ასევე მათ ოჯახებს“, – განაცხადა ჯანელიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0