დღეს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას მოვისმენთ, რომლის შინარსააც თავად პრეზიდენტი განსაზღვრავს

07/04/2017

დღეს საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ისმენენ. გიორგი მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლამდე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მედიასთან ისაუბრა და განაცხადა, რომ მოხსენების შემდეგ, დებატები გაიმართება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, დებატების შინაარსს თავად პრეზიდენტის მოხსენების შინაარსი განსაზღვრავს.
„დღეს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას მოვისმენთ, რომლის შინარსააც თავად პრეზიდენტი განსაზღვრავს, ამის შემდეგ, საპარლამენტო დებატები გაიმართება. როგორც მოგეხსენებათ, ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული პარლამენტის ბიუროს მიერ და ამ დებატების ფარგლებში გამოვლენ როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები. იმედია, საინტერესო დისკუსია შედგება. უმრავლესობის გამოსვლა დამოკიდებული იქნება პრეზიდენტის მოხსენებაზე. ბუნებრივია, დებატები პრეზიდენტის მოხსენების გარშემო უნდა აიგოს. პირველ რიგში მოხსენების შინაარსს დაველოდებით და ამის საფუძველზე განისაზღვრება, საპარლამენტო დებატების შინაარსი.
რაც შეეხება დღევანდელი დღის ფორმატს, მოხსენებას მთავრობის წარმომადგენლები მოსიმენენ, რომლებიც ესწრებიან დღევანდელ სხდომას პრემიერის მონაწილეობით. ასევე ესწრებიან დიპკორპუსის წარმომადგენლები სავარაუდოდ ისინი პრეზიდენტის მოხსენებას მოისმენენ და ამის შემდეგ გაგრძელდება საპარლამენტო დებატები მათი დასწრების გარეშე, ასეთი ფორმატით წარიმართება ხოლმე დებატები“,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0