”ნაციონალური მოძრაობა” დიდი ალბათობით ვერ შეძლებს ძირითადი ოპოზიციური ძალა იყოს და ამის საშუალება ექნება რამდენიმე სხვა პარტიას, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ”ნაციონალურ მოძრაობას” ბარიერის გადალახვის პრობლემა ექნება, მაგრამ თუ გადალახეს ”ღმერთმა მოახმაროთ, არავის არ ეშინია მათი ბარიერის”.
”ასეთი ყვირილიც საჭიროა. ესეთი აგრესიული ოპონირებაც არ არის ცუდი საზოგადოების განვითარებისთვის”, – განაცხადა ივანიშვილმა.
ყოფილმა პრემიერმა განმარტა, რატომ ახსენა ”ნაციონალური მოძრაობა” რამდენჯერმე წერილში. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ”ნაციონალური მოძრაობა” იყო დღევანდელი ხელისუფლების წინამორბედი და როდესაც შედარება კეთდება წინა პერიოდთან, აქედან გამომდინარე ახსენებს, უნდა თუ არ უნდა ეს.
”მეორე, რაც იწვევს მათ ხშირად ხსენებას, არის ის, რომ ასეთი დარაზმული ოპოზიცია ჩვენ არ გვყავს, ამდენი საშუალებებით”, – განაცხადა ივანიშვილმა.
”ნაციონალურ მოძრაობას” ჰგონია, თითქოს ვირტუოზულად იყენებენ ”სიცრუის მანქანას”, შედეგი ვერ ექნებათ.
ბიძინა ივანიშვილმა პაატა ბურჭულაძის შესახებ დასმულ კითხვას მოკლედ უპასუხა და აღნიშნა, რომ მის საქმიანობასაც სხვა პარტიების მსგავსად მოგვიანებით გაანალიზებს.
”დღეს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ – არ იცრუოს”, – აღნიშნა ივანიშვილმა.