დღეს ენერგეტიკოსთა პროფესიული დღეა

10/09/2020

ენერგეტიკის სექტორი არის მიმართულება, რომელიც ეკონომიკურ სარგებელთან ერთად, ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის, უსაფრთხოების და ძლიერების მყარი საფუძველია. პროფესიულ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე, ენერგეტიკის დარგში დასაქმებულ 39 თანამშრომელს, რომლებიც წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებიან არჩეულ პროფესიას, „საქართველოს ელექტროენერგეტიკის დამსახურებული მუშაკის“ საპატიო წოდება მიენიჭა და ენერგეტიკის მუშაკთა პროფესიული კავშირის საპატიო სიგელი გადაეცა.

„მინდა მოგილოცოთ ეს შესანიშნავი დღე ყველას, იმ ადამიანებს, რომელთა შრომა, ცოდნა და თავდადება ნაბიჯ-ნაბიჯ ქმნიდა და ქმნის ქართული ენერგეტიკას. დარგის განვითარება არის პრიორიტეტი, რომელიც მიზნად დაისახა ჩვენმა ხელისუფლებამ და დარწმუნებული ვარ, ყველასთვის ცნობილია ის რეფორმები თუ პროექტები, რომელსაც მთავრობა კერძო სექტორთად ერთად ახორციელებს ენერგეტიკის სფეროში. აქედან გამომდინარე, თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ყველა ადამიანი, რომელიც პროფესიულად ჩართულია ენერგეტიკის დარგის მშენებლობაში, ასრულებს ისტორიულ ფუნქციას, რადგან ჩვენი ქვეყნის მომავალი, ჩვენი განვითარება და ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში, სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებთან ერთად, გადის სწორედ ენერგეტიკაზე“, – განაცხადა ნათია თურნავამ ენერგეტიკის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0