დღეიდან ძალაში შევიდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება

01/07/2016

შეთანხმების უპრეცედენტოდ მოკლე ვადებში რატიფიკაცია ცალსახად წარმოადგენს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან საქართველოს ევროპული გზის მტკიცე მხარდაჭერას.
► რატიფიკაციის საკმაოდ შრომატევადი პროცესი, ორ წელზე ნაკლები გაგრძელდა და მასში მონაწილეობდნენ ევროპარლამენტი, ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნისა და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოები.
► ასოცირების შეთანხმება უკვე ოფიციალურად გახდა ევროკავშირთან სრულიად ახალი, მაღალი დონის თანამშრომლობის განმსაზღვრელი ძირითადი სამართლებრივი ჩარჩო.
► დღეიდან, ოფიციალურად ამოქმედდა ხელშეკრულების ყველა დებულება და საქართველოს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი, რომელიც ევროპული პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი სტანდარტების დანერგვას გულისხმობს, შეუქცევადად და სრულმასშტაბიანად წარიმართება.
►2016 წლის პირველ ივლისს ამოქმედებული შეთანხმების მუხლებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია მუხლები, რომლებიც დაკავშირებულია:
•საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან, რომელშიც მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ მათ ერთგულებას ტერიტორიული მთლიანობის, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პრინციპების მიმართ.
•პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან,
•მიგრაციის, თავშესაფრისა და საზღვრის მართვის სფეროებში თანამშრომლობასთან,
•ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების, ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასათან,
•საჯარო ფინანსების მართვასთან და ფინანსური კონტროლითან,
•ტრანსპორტთან,
•გარემოს დაცვათან,
•კორპორაციულ სამართალთან,
•ბუღალტრულ აღრიცხვასა და აუდიტთან და კორპორაციულ მმართველობასთან,
•განათლებასა და ჯანდაცვასთან.
►ძალაში ასევე შევიდა შეთანხმების ორი დარჩენილი დანართი, რომლებიც ეხება განათლების და ახალგაზრდობის, ასევე, აუდიოვიზუალური და მედიის სფეროებში თანამშრომლობას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0