დღეიდან თბილისში 40 საზაფხულო ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს

02/07/2016

დღეიდან საზაფხულო ბაღებმა დაიწყეს ფუნქციონირება. ბაღების სააგენტოს ინფორმაციით, ერთი თვის განმავლობაში თბილისის მაშტაბით სულ 40 ბაღი საზაფხულო რეჟიმით მოემსახურება აღსაზრდელებს. აქედან, 6 ბაგა-ბაღი სამგორის რაიონშია. ყველა მათგანი დღეს ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად სამგორის გამგებელმა მოინახულა.
,,თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან და სამგორის რაიონში არსებული ბაღების დირექტორებთან ერთად რამდენიმე დღის წინ გვქონდა გასვლითი ხასიათის შეხევდრა გამგეობაში, სადაც დაიგეგმა, თუ როგორი იქნება ჩვენი თანამშრომლობა მათთან და რა გზით მოხდება მათი პრობლემების მოგვარება. დღეის მდგომარეობით, სამგორის რაიონში 6 საბავშვო ბაღია. დღეს ყველა მათგანი დავათვალიერეთ და ინდივიდუალურად გავეცანით იმ პრობლემებს, რომლებიც ამ ბაღებში არსებობს’’-განაცხადა გიორგი ბაგრატიონმა.

საზაფხულო ბაღის აღსაზრდელები მეტ დროს ეზოში გაატარებენ და უფრო მეტად გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებებით დაკავდებიან. შესაბამისად, საზაფხულო ბაღებად შეირჩა ისეთი ბაღები, რომლებსაც აქვთ ამ მიზნებზე მაქსიმალურად მორგებული გარემო- დიდი და კეთილმოწყობილი ეზო, გამწვანება, გარე სპორტულ-გასართობი მოედნები’’-აღნიშნა თემურ თორდინავამ.

საზაფხულო ბაღებისთვის შეიცვალა კვების რაციონიც და ის უფრო მსუბუქი გახდა. აღსანიშნავია, რომ საზაფხულო ბაღებში დასაქმებულები გაორმაგებულ ხელფასს მიიღებენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0