დღევანდელი აქციის შემდეგ ხელისუფლება “გაზპრომთან” განსხვავებული შეთანხმების გაფორმებას ვეღარ გაბედავს

06/03/2016

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე დარწმუნებულია, რომ დღევანდელი აქციის შემდეგ ხელისუფლება ვეღარ გაბედავს “გაზპრომთან” დამატებითი და განსხვავებული შეთანხმების გაფორმებას.
ბაქრაძემ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა, თვეების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება ატყუებდა მოსახლეობას, როდესაც იგონებდა სხვადასხვა მიზეზს “გაზპრომის” საქართველოში შემოსაყვანად.

“ჯერ მოვისმინეთ, რომ აზერბაიჯანს არ შეუძლია დამატებითი გაზის მოცემა, შემდეგ მოვისმინეთ, რომ ამას გაზსადენის სიმძლავრე არ ყოფნის, შემდეგ გვითხრეს, რომ თუ ჩვენ “გაზპრომს” არ შემოვიყვანთ, მაშინ რუსეთი ირანიდან მოამარაგებს სომხეთს და დავიღუპებით, შემდეგ გვითხრეს, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებით, აუცილებლად მონეტიზაცია უნდა მოხდეს. ანუ მთელი ეს 6 თვე ჩვენ გვასმენინებდნენ ტყუილებს და ხელისუფლება ცდილობდა “გაზპრომის” შემოყვანას”, – განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, ეს ყველა ტყუილი დადასტურდა 3 დღის წინ, როდესაც “სოკართან” ხელი მოეწერა დამატებითი მოცულობის გაზის შესახებ შეთანხებას.

“ეს იყო პირველი სერიოზული გამარჯვება საზოგადოების, მაგრამ ეს გამარჯვება უნდა მივიყვანოთ ბოლომდე. დღევანდელი აქციის გზავნილი იყო ის, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ქართულ საზოგადოებასთან ერთად არ დავუშვებთ, ქვეყანა დაბრუნდეს რუსულ წყვდიაში”, – განაცხადა ბაქრაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0