დუშეთში, უფასო სასადილოს ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათი გადაეცათ

25/04/2019

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი თანიაშვილი და საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ასლამაზიშვილი დუშეთის ა(ა)იპ „უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის“ ესტუმრნენ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სასადილოს 110 ბენეფიციარს დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს დამათ ტრადიციული სააღდგომო ნობათი გადასცეს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ბენეფიციარების დახმარება რეალურად ქმედითი იყოს, მაქსიმალურად ვცდილობთ გვერდში დავუდგეთ და დახმარება გავუწიოთ და იმედი მაქვს დღეს მათთვის მცირედი სადღესასწაულო განწყობაც შევქმენით“ – განაცხადა გიორგი თანიაშვილმა.

მზრუნველობამოკლებულთა სასადილოში 110 ბენეფიციარი იკვებება და ამ პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების ცხელი საკვებით უზრუნველყოფა ყოველდღიურად.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0