დუშეთში სახალხო დღესასწაული „დუშეთობა-მთაბარობა“ აღინიშნა

07/09/2023

დუშეთში სახალხო დღესასწაული „დუშეთობა-მთაბარობა“ აღინიშნა. ღონისძიებას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები – გიორგი ჩიფჩიური და გოჩა ქავთარაძე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ესწრებოდნენ. სახალხო დღესასწაულის ფარგლებში, ქალაქის ცენტრალურ მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, 15:30 საათიდან 22:00 საათამდე, მრავალფეროვანი აქტივობები მიმდინარეობდა. მოეწყო როგორც საბავშვო გასართობი სივრცეები, ეთნოგრაფიული კუთხეები და ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, ასევე, ჩატარდა მუსიკალური პროგრამაც. კონცერტში მონაწილეობას იღებდნენ ადგილობრივი ანსამბლები – “ქალილო”, “შადიანი” და “დუშეთის ბენდი”, აგრეთვე, მოწვეული ჯგუფები – „გუფი-ლენდი“ და „რეგიონი“. ღონისძიებაზე დასწრების მსურველ მოქალაქეებს, მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში, უფასო ტრანსპორტი ემსახურებოდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0