დუშეთში, საბავშვო ბაღების 700-მდე აღსაზრდელმა აპრილის თვის სასურსათო მარაგი მიიღო

29/04/2020

დუშეთის მუნიციპალიტეტში, საბავშვო ბაღების აპრილის თვის სასურსათო მარაგი გაიცა. საკვები პროდუქტით დაკომპლექტებული პაკეტი მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოქმედი 18 ბაღის 700-მდე აღსაზრდელმა მიიღო. სურსათის გაცემის პროცესში, საბავშვო ბაღების პერსონალთან ერთად, აქტიურად ჩაერთნენ მოხალისეებიც. ადგილზე არსებულ ვითარებას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი გაეცნენ. აღსანიშნავია, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მარტის თვის სასურსათო მარაგი მცხეთა-მთიანეთში შემავალ ყველა მუნიციპალიტეტში გაიცა. ჯამში, ძირითადი მოხმარების, არამალფუჭებადი სასურსათო პროდუქტით დაკომპლექტებული კალათი 70-მდე საბავშვო ბაღის 3716-მა აღსაზრდელმა მიიღო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0