ქ.დუშეთში ორგანიზაცია People in Need-ის (PIN) ორგანიზებული ტრენინგი ჩატარდა , რომელიც ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ” სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ევროპასთასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად” ფარგლებში. ტრენინგს უძღვებოდა აგროექსპერტი დავით ცომაია და მან ისაუბრა თემაზე: “ევროსტანდარტები და მეფუტკრეობა. თაფლის ექსპორტის პოტენციალი ევროკავშირის ზონაში და ხელის შემშლელი ფაქტორები”. დუშეთის ფერმერთა კლუბის წარმომადგენლებთან, მეფუტკრეებთან და მცირე მეწარმეებთან ერთად, ტრენინგს ესწრებოდნენ PIN-ის ექსპერტები: ნანა ფერაძე და სოფიო გოდუაძე.
დუშეთში ორგანიზაცია People in Need-ის (PIN) ორგანიზებული ტრენინგი ჩატარდა
12/04/2019