დუშეთში, მიჩიგანის ანსამბლმა “ალბიონმა” კონცერტი გამართა

16/05/2019

მიჩიგანის შტატში არსებული ალბიონის კოლეჯის სტუდენტებმა პროფესორ კლეიტონ პარის ხელმძღვანელობით, ქალაქ დუშეთში კონცერტი გამართეს. მომღერლებმა მსოფლიო ხალხთა, ასევე, რენესასნსის მუსიკა და ჯაზის მიმდინარეობა შეასრულეს.
ამერიკელ სტუმრებს, დუშეთის კულტურის სახლთან არსებულმა სიმღერის და ცეკვის ანსამბლმა “ქალილომ”, დავით ქავთარაძის ხელმძღვანელობით, საკუთარი შემოქმედება გააცნო და კონცერტზე ტრადიციული ფოლკლორის ნიმუშები შეასრულა.
ღონისძიების შემდეგ, ანსამბლ “ალბიონის” წევრებმა დუშეთის განახლებული ბულვარი მოინახულეს და ესტუმრნენ დუშეთის ლიეტუვურ-ქართული კულტურის ცენტრს, სადაც მათ ცენტრის ხელმძღვანელმა-ირმა ჯანგირაშვილმა უმასპინძლა. საღამოს ადგილობრივ საზოგადოებასთან ერთად ესწრებოდნენ: დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, მერის მოადგილე თამაზ უნდილაშვილი და განათლების, კულტურის, სპორტისა და ახლაგაზრდობის საკითხთა სამსახურის უფროსი ქეთო წიკლაური.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0