ქალაქ დუშეთში მილახვრიანთკარის დასახლების საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა. განხორციელებული სამუშაოები დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ მოადგილესთან ოთარ ჩხეიძესთან, ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელთან იოსებ ღარიბაშვილთან და დუშეთის ადმინისრტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან შალვა ინაშვილთან ერთად შეაფასა. 283 429 ლარის ღირებულების პროექტის ფარგლებში, ჭილაშვილების სასახლემდე მისასვლელ გზაზე დაეგო ასფალტის საფარი, მოეწყო სანიაღვრე არხები, ხოლო სასახლის შესასვლელი მოიკირწყლა ქვაფენილით. პროექტი განხორციელდა თვითმმართველობის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით.
დუშეთში მილახვრიანთკარის დასახლების საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა
18/08/2022