დუშეთში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება

07/06/2019

ქ.დუშეთში ინფრასტრუქტურული პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები გრძელდება, მიმდინარეობს ბაჩანას ქუჩიდან აღმაშენებლის ქუჩამდე შიდა საუბნო გზის 550 მ მონაკვეთის ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები. დღეს, მიმდინარე სამუშაოები დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა, მერის მოადგილემ გიორგი თანიაშვილმა, მერის წარმომადგენელმა დუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შალვა ინაშვილმა და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს. აღნიშნული სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მათ სამშენებლო კომპანია შ.პ.ს „ენკა“ აწარმოებს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ქალაქში ეტაპობრივად გაგრძელდება – განაცხადა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0