დუშეთში, თეატრის ქუჩაზე ბეტონის საფარის დასხმის პროცესი მიმდინარეობს

09/07/2019

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი თანიაშვილმა ქალაქ დუშეთში, თეატრის ქუჩაზე მიმდინარე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები საკრებულოს და მერის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
გიორგი თანიაშვილის თქმით, საგზაო პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი დასრულების შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობას ქუჩაზე გადაადგილების პრობლემა აღარ შეექმნება. საპროექტო სამუშაოებს აწარმოებს ამხანაგობა “ენკა”.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0