დუშეთში, თამარ ჩიბურდანიძემ ერთდღიანი ტრენინგი ჩაატარა

18/02/2019

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში „პოლიტიკური ბრენდინგისა და პრობლემების მართვის ცენტრის“ წარმომადგენელმა – თამარ ჩიბურდანიძემ ერთდღიანი ტრენინგი ჩაატარა მერიის, საკრებულოს და მუნიციპალური ა(ა)იპ-ების თანამშრომელთათვის. ტრენინგის მიზანი იყო საჯარო მოხელეებისა და სხვა დაინტერესებულ პირთათვის ანგარიშების მომზადების, ეფექტური პრეზენტაციისა და პროექტების წერის თანამედროვე ტექნოლოგიების სწავლება. ტრენინგის დასასრულს თამარ ჩიბურდანიძემ მსმენელებს სერთიფიკატები გადასცა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0