დუშეთში, ვაჟა აზარაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა

25/07/2019

ილია ზაქაიძის სახელობის დუშეთის კულტურის სახლში ცნობილი კომპოზიტორის, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწისა და საქართველოს სახალხო არტისტის ვაჟა აზარაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. კომპოზიტორის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება “სიმღერაა მთელი ჩემი ცხოვრება”, ვაჟა აზარაშვილის ცხოვრებას და შემოქმედებას მიეძღვნა.
საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი სიმღერები მომღერალმა ზურაბ კობეშავიძემ და თავად ავტორმა შეასრულეს, ხოლო კომპოზიტორის მეუღლემ, მანანა დანგაძემ საღამოზე საკუთარი ლექსები წაიკითხა. დასასრულს, ვაჟა აზარაშვილმა ღონისძიების ორგანიზატორებს და და დარბაზში მყოფ საზოგადოებას მადლობა გადაუხადა თბილი დახვედრისათვის და მათ საჩუქრად საკუთარი მუსიკალური ნაწარმოებების კრებული და დისკი გადასცა.
საღამო დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის და ა(ა)იპ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0