დუშეთში ბოდორნის რეზერვუარიდან გადაღვრილი წყლის ენერგიის ეფექტურ გამოყენებაზე ისაუბრეს

28/06/2017

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში. „ბოდორნის არსებული წყალსაცავის ტერიტორიაზე ფიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების “ ანგარიშის განხილვა გაიმართა. პროექტს ახორციელებს კომპანია GWP( ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ) აღნიშნული პროექტით მოხდება ბოდორნის რეზერვუარიდან გადაღვრილი წყლის ენერგიის ეფექტური გამოყენება, რაც დამატებით რესურსების გამოყენების გარეშე უზრუნველყოფს ენერგიის გენერირებას, ენერგოსექტორის განვითარებასა და გააუმჯობესებს მის მდგრადობას. საჯარო განხილვას ესწრებოდნენ კომპანია GWP ( ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ), საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და დუშეთის გამგეობის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0