დუშეთის რაიონში რძის გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნა

21/06/2016

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში დუშეთის რაიონში სოფელ ბაგებში, ნატურალური რძის გადამამუშავებელი მცირე საწარმო გაიხსნა. „თამრო ბებოს ფერმა“-ში 10 ადამიანია დასაქმებული.
ნედლეულით უზრუნველყოფისთვის მეწარმემ საკუთარი მეურნეობაც შექმნა, სადაც 35 სული მსხვილფეხა საქონელი ჰყავთ. მათი წველადობა დღეში 400 ლიტრამდე მერყეობს. მფლობელის თქმით, საწარმო, რძეს ადგილობრივი მოსახლეობისგანაც ჩაიბარებს.
3 ადამიანისგან დაკომპლექტებულმა კოოპერატივმა საწარმოსთვის შესაბამისი დანადგარები ევროპიდან შემოიტანა. კერძო და სახელმწიფო ინვესტიციამ 80 000 აშშ დოლარი შეადგინა. საწყის ეტაპზე წარმოებული ნატურალური პროდუქტი: რძე, ხაჭო, თიხის ჭურჭელში შედედებული მაწონი, სხვადასხვა სახეობის ყველი და სულგუნი ადგილობრივ ბაზარზეა გათვლილი.
მცირე საწარმოს გახსნას ადგილობრივებთან ერთად, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი გოჩა ზეიკიძე, დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ტრიპოლსკი, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიზო ჩოხელი, მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ოთარ ანთია დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0