დუშეთის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების განხილვა მიმდინარეობს

25/01/2019

დუშეთის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, საერთო კრებები გაიმართა. კრებებში მონაწილეობდა უკანაფშავის, მაღაროსკარის, ჟინვალის, ფასანაურის, ანანურის, ბაზალეთის, გუდამაყრის, ლაფნაანთკარის და მჭადიჯვრის ადმინისტრაციული ერთეულების 124 სოფლის მოსახლეობა.
კრებებზე განიხილეს და შეარჩიეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლობის მიერ ინიცირებული პროექტები. სოფლის მოსახლეობამ პრიორიტეტეტებსა და საჭიროებებზე მსჯელობის შედეგად, გააკეთა არჩევანი, თუ როგორ დაიხარჯება პროგრამისთვის განკუთვნილი თანხა.
შეხვედრებს ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი – ზურაბ სეხნიაშვილი, მერის მოადგილე – ზაქარია ხეხელაშვილი და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0