დუშეთის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო ჩარჩენილი მძღოლები მოინახულეს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა.ადგილზე გაეცნენ ვითარებას. რთული მეტეოროლოგიური პირობებისა, ინტენსიური თოვისა და ზვავსაშიშროების გამო მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეზღუდულია.აღნიშნული საავტომობილო გზის სხვადასხვა მონაკვეთზე დაწესებულია სპეციალური რეჟიმი. დუშთის მუნიციპალიტეტის მერია და მცხეთა-მთიანეთის გუბერნია ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად მობილიზებულნი არიან და ინტენსიურად მუშაობენ აღნიშნული პრობლემის დროულად მოსაგვარებლად.მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.მგზავრებისთვის, რომლებიც აღნიშნული პრობლემის გამო ვერ ახერხებენ გადაადგილებას დაურიგდათ საკვები პროდუქტები.რამოდენიმე ადგილზე განთავსდა ბიო ტვალეტი.საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მცხეთა-მთიანეთის სამხარეო და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები. მობილიზებულია სასწრაფო დახმერების ბრიგადა. ადგილობრივი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის,რომ აღნიშნული პრობლემა დროულად მოგვარდეს.
დუშეთის მუნიციპალიტეტში ზვავსაშიშროების გამო შეზღუდვებია დაწესდა
25/12/2017