ფუძნარის ღმრთისმშობლის ეკლესია მთიანეთის ყველაზე ძველი გუმბათოვანი ნაგებობაა,იგი ძლიერ სავალალო მდგომარეობაში იმყოფებოდა და ამიტომ სასწრაფო რეაგირებას საჭიროებდა.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2012 წლიდან დაიწყო და რამოდენიმე ეტაპად განახორციელა. შესრულებული სამუშაოების შედეგად გამაგრდა საძირკველი და ბურჯები;მოეწყო დრენაჟი;აღდგა გუმბათქვეშა მკლავების კამარები;აღდგა დაზიანებული საფასადე წყობა;კედლები გაიწმინდა გამოფიტული ნალესობისაგან და მოხდა არსებული ბზარების სპეციალური ხსნარით ინექტირება;შენობა გადაიხურა თუნუქის სახურავით. ფუძნარის კომპლექსზე მუშაობა მომავალშიცაა დაგეგმილი.
პროექტის ავტორი და შემსრულებელი: სს სამშენებლო კომპანია “ივერთმშენი”.
დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარე XIII ს. ძეგლი, ფუძნარის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია აღდგენილი და განახლებულია
18/03/2017