დუშეთის მუნიციპალიტეტში პროექტის „მიკრო გრანტები მთის განვითარებისთვის“ პრეზენტაცია შედგა

30/06/2016

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში შედგა პრეზენტაცია პროექტის „მიკრო გრანტები მთის განვითარებისთვის“. პროექტის ფარგლებში მაღალმთიან რეგიონში ბიზნესის წამოწყების მსურველებს უნიკალური საშუალება ეძლევათ წამოიწყონ საკუთარი საქმე მთაში. ეს არის ახალი პროექტი რომელიც მეწარმეობის განვითარების სააგენტომ შეიმუშავა მთის განვითარების ეროვნულ საბჭოსთან თანამშრომლობით. იგი საშუალებას იძლევა მაღალმთიან სოფლებში ბიზნესის განვითარებისთვის მოსახლეობამ სახელმწიფოს მხრიდან მიიღოს 5 000 – დან 15 000 ლარამდე თანადაფინანსება და საკუთარ საცხოვრებელ ადგილზე წამოიწყოს ბიზნესი, რაც ზოგადად მთის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს. პროექტი დამსწრე საზოგადოებას გააცნო სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს კომპონენტის მენეჯერმა გიორგი ნონიაშვილმა. შეხვედრას ესწრებოდა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვაჟა ჩოხელი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0