დუშეთის მუნიციპალიტეტში ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი კვირეული დასრულდა. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურისა და ა(ა)იპ დუშეთის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, პატარებს საშუალება მიეცათ მოეხატათ ქალაქის ცენტრის მიმდებარე ტერიტორია, ეცეკვათ სამეჯლისო ცეკვების სტუდიის “ვიაიპი”-ს მოსწავლეებთან ერთად და დასწრებოდნენ სპეციალურად მათთვის გამართულ ანიმაციური ფილმის “სალამურას თავგადასავალი” ჩვენებას.
1 ივნისს, ბაზალეთის დევნილთა და იძულებით გადაადგილებულთა დასახლებაში მცხოვრები ბავშვები დაესწრნენ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში სპეციალურად მათთვის გამართულ სპექტაკლს “ქეთო და კოტე”. ღონისძიებების ბოლოს ბავშვებს დაურიგდათ საჩუქრები და საჰაერო ბუშტები.
დუშეთის მუნიციპალიტეტში ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი კვირეული დასრულდა
03/06/2019