დუშეთის მუნიციპალიტეტმა ადაჟის და შაკეის დელეგაციებს უმასპინძლა

01/10/2019

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა დუშეთთან დამეგობრებული მუნიციპალიტეტების = ადაჟის და შაკეის დელეგაციებს უმასპინძლა ლიეტუვის და ლატვიის რესპუბლიკებიდან. დუშეთში სტუმრად მყოფმა ადაჟის საკრებულოს თავმჯდომარემ მარის სპრინჯუკმა და შაკეის მუნიციპალიტეტის მერმა ედგარას პილიპაიდისმა, საკუთარ თანამშრომლებთან და ზურაბ სეხნიაშვილთან ერთად განიხილეს საქართველოს, ლიეტუვის და ლატვიის თვითმმართველობების მოწყობა, სოციალურ-ეკონომიკური მხარე და ადგილობრივი მუნიციპალური სერვისების სპეციფიკა. დელეგაციებმა დუშეთში სტუმრად ყოფნის პერიოდში მუნიციპალიტეტის ძირითადი ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს, ხოლო დღევანდელი შეხვედრისას დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის ნაბიჯები კულტურის, ტურიზმის და საგანმანათლებლო მიმართულებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0