„კრეატიული განვითარების ცენტრის“ ტრენერებმა პროექტის ფარგლებში „ბიზნესის გაძლიერება საქართველოს რეგიონებში“, დუშეთის მუნიციპალიტეტის მეწარმეებისათვის 3 დღიანი ტრენინგების სერია ჩაატარეს. მონაწილეთა მხრიდან ყურადღება გამახვილებულ იქნა შემდეგ თემებზე: ელექტრონული ბიზნესი, ციფრული მარკეტინგის როლი ბიზნესში, მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტის შექმნა, ელექტრონული კომერცია, ონლაინ პლატფორმები და ელექტრონული სერვისები. მეწარმეებს გადაეცათ პროექტის ფარგლებში შექმნილი სახელმძღვანელო “ელექტრონული კომერცია – თეორია და პრაქტიკა”.
“ბიზნესის გაძლიერება საქართველოს რეგიონებში” საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პროგრამის “ინტერნეტი განვითარებისთვის” ნაწილია. უფასო ტრენინგების გარდა, პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის და მეწარმეებისთვის სუბსიდიას ინტერნეტის პირველადი ინსტალაციისათვის.
მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერების მიზნით, აღნიშულ პროგრამას 2018 წლის ნოემბრიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კრეატიული განვითარების ცენტრისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დახმარებით ახორციელებს.
დეტალურ ინფორმაციას პროგრამის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ საიტზე: www.bfd.gov.ge BfD • ინტერნეტი განვითარებისთვის