დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან აზიის განვითარების ბანკისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქვეშეთი – კობის მონაკვეთის 24-კილომეტრიანი გზის მონაკვეთზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხები, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი (ADB) ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ერთად აფინანსებს. მათი თქმით, ქვეშეთი – კობის პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს სატრანზიტო და ტურისტული პოტენციალის განვითარებას რეგიონში, ამიტომ აღნიშნულ ტერიტორიაზე აუცილებელია ჰაბის შექმნა.
სამუშაო შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ესწრებოდნენ: საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე – ლევან კუპატაშვილი, საერთაშორისო პროექტების სამმართველოს უფროსის მოადგილე – ლუკა მოსაშვილი, ტრანსპორტის სპეციალისტი აზიის განვითარების ბანკში – ქემელ ბოუმედი, გარემოს დაცვის სპეციალისტი – დუნკან ლენგი, კომუნიკაციების დეპარტამენტის კურატორი – დუნკან მაკლეოდი და აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში – ავთანდილ ცქვიტავა.
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან აზიის განვითარების ბანკისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა გაიმართა
04/02/2019