დუშეთის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება

12/11/2021

დუშეთის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. ვაჟა-ფშაველას სახელობის ისტორიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ამორტიზებული იყო, სარეაბილიტაციო სამუშაოები როგორც შიდა, ისე გარე ნაწილში ტარდება. სკოლა აღიჭურვება ახალი ინვენტარით და ის ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. 2 535 470 ლარის ღირებულების პროექტი „მუნიციპალური განვითარების ფონდიდან“ ფინანსდება. მიმდინარე და განხორციელებული სამუშაოები დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მანანა (მაცაცო) ნარიმანიძემ საკრებულოსა და მერიის თანამშრომლებთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. ცნობისათვის, დუშეთის N1 სკოლაში ამჟამად ხუთასამდე მოსწავლე სწავლობს, რომლებიც, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, დუშეთის N2 სკოლაში დადიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0