დუშეთის მუნიციპალიტეტის დელეგიაცია ადაჟის მუნიციპალიტეტს ესტუმრა

26/11/2019

მიმდინარე წლის 18-22 ნოემბერს, ადაჟის მუნიციპალიტეტის გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო ერთობლივი პროექტების დაგეგმვის მიზნით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი და მერიის თანამშრომლები, ლატვიის რესპუბლიკაში ევროკავშირის საგრანტო პროგრამის დაფინანსებით იმყოფებოდნენ. დუშეთის მუნიციპალტეტსა და ადაჟის მუნიციპალიტეტს შორის, მიმდინარე წელს დაიდო ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს მხარეთა შორის თანამშრომლობას ეკონომიკის, კულტურის, განათლების და სხვა სფეროებში. მემორანდუმით დეკლარირებული პრინციპების შესაბამისად, ადაჟის მუნიციპალიტეტის მიერ ინიცირებული იქნა საგრანტო პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს განვითარების გამოცდილების გაზიარებას დუშეთის მუნიციპალიტეტისათვის. აღნიშნული საკონკურსო წინადადება შეირჩა და დაფინანსდა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის გამოცდილების გაცვლის პროექტის ფარგლებში, ლატვიის ადგილობრივი და რეგიონული მმართველობის ასოციაციისა (LALRG) და ადაჟის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით. ვიზიტის ფარგლებში დუშეთის მუნიციპალიტეტის დელეგაცია დაესწრო ლატვიის დამოუკიდებლობის გამოცხადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, შეხვედრები გამართა ადაჟის ადაჟის მუნიციპალური საბჭოს წევრებთან, თავმჯდომარესთან (მერთან) და მუნიციპალიტეტის სხვადასხვა დაწესებულების ხელმძღვანელებთან. ვიზიტის პერიოდში ადაჟის მუნიციპალიტეტს სტუმრობდა დუშეთის მუნიციპალიტეტთან დამეგობრებული კიდევ ერთი მუნიციპალიტეტის – შაკიაის დელეგაცია ლიეტუვის რესპუბლიკიდან. მხარეებმა ერთობლივად იმსჯელეს სამმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და მის გაღრმავებაზე, დაესწრნენ შეხვედრას ლატვიის ადგილობრივი და რეგიონული მმართველობის ასოციაციის (LALRG) წარმომადგენლებთან, სადაც ასევე იმყოფებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიის რესპუბლიკაში – თეა მაისურაძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0