დუშეთისთვის ძლიერი სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი

29/05/2016

სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი, რა რაოდენობის ზარალი მიადგა დუშეთის რაიონს ძლიერი სეტყვის შედეგად. ამის შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვაჟა ჩოხელმა განაცხადა.
მისი თქმით, გუშინდელმა ძლიერმა სეტყვამ პრობლემები შექმნა მჭვადიჯვარში, სოფლებში ებნისი და ზემო შუახევი, ასევე პრობლემებია ანანურის 2 სოფელში. ”რაც შეეხება ზარალს, ხვალ გვექნება სავარაუდო მონაცემები”, – განაცხადა ჩოხელმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0