„ჩვენი პოზიცია უცვლელია, შეგახსენებთ, რომ ყველა დეპუტატის ვალდებულებაა გაუფრთხილდეს სახელმწიფო სუვერენიტეტს, სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპებს და სწორედ ამ პრინციპების შესაბამისად ვმოქმედებთ“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით უმრავლესობას სამწუხაროდ უწევს მოქმედება ამ პრინციპების დასაცავად, იმ ადამიანების საწინააღმდეგოდ, რომელთაც ეწოდებათ ოპოზიცია.
„შესაბამისად, დღესაც არ გავივლით რეგისტრაციას“, – აღნიშნა უმრავლესობის ლიდერმა პლენარულ სხდომაზე. ს
ასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კვროუმის არარსებობის გამო, კენჭისყრა ისევ არ შედგა, ვინაიდან საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა რეგისტრაცია კვლავ არ გაიარეს.
„ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია, რომ არ შეიქმნას კომისია და ამით ჩვენ გამოვხატავთ სოლიდარობას ქართული სახელმწიფოს და ქართული სასამართლოს მიმართ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
„ასეთი ცოცხალი და მრავალრიცხოვანი პარლამენტი თითქმის ორი წელია არ მინახავს ოპოზიციას შეგახსენებთ ერთ რამეს, ერთადერთი მიზეზი, რატომაც თქვენ დღეს აქ სხედხართ, არის ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თქვენ მანდატები არ შეგიწყვიტათ, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ამას ითხოვდით. სწორდ ამით შედგა ეს პარლამენტი და ეს დემოკრატია. სწორედ დემოკრატიის სასარგებლოდ მივიღეთ მაშინ გადაწყვეტილება, ამიტომ არის თქვენი ამომრჩეველი დღეს ამ პარლამენტში წარმოდგენილი და „ქართული ოცნება“ არის ამის ერთადერთი მიზეზი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.