დმანისის მუნიციპალიტეტში, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამართულ შეხვედრებს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი და მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ტატუაშვილი დაესწრნენ.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სოფელ ამამლოსა და ბაზაქლოს მცხოვრებლებისგან პირადად მოისმინეს ინფორმაცია, ადგილზე არსებული საჭიროებებისა და პროექტების შესახებ, რომელიც “სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში“ გათვალისწინებული თანხებით განხორციელდება.
მოსახლეობის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ სოფლებში, სრულად მოწესრიგდება გარე განათებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.
შეხვედრების მიმდინარეობისას, საუბარი შეეხო დასახლებების სასმელი წყლით უზრუნველყოფის, საგზაო ინფრასტრუქტურისა და ამბულატორიების მოწყობის საკითხს. მუნიციპალიტეტში, ამ მიმართულებით, სამუშაოები ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
დმანისის მუნიციპალიტეტში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები გაიმართა
29/01/2019